პროექტის სახელი - Photography - ფოტოგრაფია
პროექტის მოკლე აღწერა - მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ფოტოგრაფიის შესახებ, გაეცნობიან ფოტოგრაფიის ისტორიას, ტიპებს, ძირითად კონცეფციებს, კამერის აგებულებას და აქსესუარებს, ფერისა და განათების მნიშვნელობას, ციფრული ფოტოაპარატის შესაძლებლობებს( ციფრული ფოტოგრაფია), სპეციალურ ეფექტებს, შეისწავლიან გრაფიკული რედაქტორის გამოყენებას (Photoshop), სურათების უფრო ჭკვიანურად გადაღებას, გადაღების ტექნიკას , ისწავლიან აღჭურვილობისა და სასურველი პროგრამის სწორად შერჩევას და ყიდვას.
პროექტის სრული აღწერა - პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ ფოტოგრაფიის ისტორიას, ტიპებს, ძირითად კონცეფციებს, ფოტო-კამერის აგებულებას და აქსესუარებს, ფერისა და განათების მნიშვნელობას, ციფრული კამერის შესაძლებლობებს( ციფრული ფოტოგრაფია, სპეციალური ეფექტების გამოყენებას, ასევე დაეუფლებიან Photoshop-ს, სურათების გადაღებას, გაეცნობიან გადაღების ტექნიკას ინტერნეტის საშუალებით, გაიაზრებენ რამდენად საჭიროა გადაღებისას შესაბამისი ცოდნისა დაგროვება თანამედროვე ფოტოგრაფიაში, შეძლებენ საინტერესო ფოტოების გადაღებას და ესეეს დაწერას ფოტოგრაფიის შესახებ, ფოტოშოფის საშუალებით შეეცდებიან სურათების რედაქტირებას, სხვადასხვა ეპოქის და სხვადასხვა ქვეყნების ფოტოგრაფიის შედარებას, თვალნათლივ დაინახავენ, თუ როგორ იცვლება დროთა განმავლობაში პროფესიონალური მოთხოვნები და ნორმები, საზოგადოებაში ამ სფეროში გარკვეული მოდიფიკაცია ხდება, შეეცდებიან კონკრეტული ფოტოების დახასიათებას მათი ტიპებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით (ფერთა გამა - შეხამება, ფერის სიღრმე, გამჭირვალობა, ტემპერატურა, პანორამა, მექანიკური ჩრდილები და ა .შ.), ისწავლიან წითელი თვალების ეფექტის მოხსნას და ა.შ. . პროექტის კოორდინატორი იქნება მოსწავლე, რომელიც გააკონტროლებს შეხვედრების ორგანიზებას,პროექტის მსვლელობას და კონკრეტული დავალებების შესრულებას.
მონაწილეთა ასაკი - 16-18 წ.
ვადების ხანგრძლივობა - 2010 წლის სექტემბრიდან ნებისმიერი ერთი თვის განმავლობაში 8-10 გაკვეთილი - მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
შესაძლო აქტივობები - ინფორმაციის მოძიება ფოტოგრაფიის შესახებ, საძიებელი ტექსტების კითხვა,უცხო სიტყვების ლექსიკონებში მოძიება; ალბომის შექმნა; slide-ების დამზადება; მონოლოგიური საუბარი საკუთარ ძიებებზე და აღმოჩენებზე; ინტერნეტით ძველი და თანამედროვე ფოტოგრაფების გაცნობა და მათი გადაღებული ფოტოების ამოკრება (იხ. - მასალა ინტერნეტში; ლიტერატურა - ფილიპ გოტლოპის ”პროფესიონალური ფოტოგრაფიის პრაქტიკა”), პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე), Photoshop-ის გამოყენება, ვებ–გვერდების გაკეთება, კლასის მომზადება ექსკურსიისთვის, ინტერვიუს მომზადება,
მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები გაეცნობიან ფოტოგრაფიის ისტორიას, თანამედროვე ტენდენციებს მოთხოვნებსა და ნორმებს. ეს დაეხმარება მოსწავლეს მომავალში თანამედროვე სამყაროს ფოტოგრაფიაში სწორად ორიენტირებისათვის, ადამიანებთან უფრო პროფესიონალურ დონეზე საკონტაქტოდ. ისწავლიან , გააცნობიერებენ რამდენად საჭიროა პროფესიონალთან ურთიერთობისას ელემენტარული ცოდნა საგანზე, რომლის შესახებაც საუბარია მიმართული, თუნდაც შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ანდა უბრალოდ სიამოვნებისთვის. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას უცხო ენაში და ხელოვნებაში, განუვითარდებათ შემოქმედებითი და თანამშრომლობის უნარი. შეიცვლება ღირებულებითი დამოკიდებულება.
სარგებელი სხვებისთვის - შედეგების გაცნობა იმ ადამიანებისთვის, ვინც არ არის ჩართული პროექტში. ეს პროექტი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს გააცნოს ინფორმაცია ფოტოგრაფიის მნიშვნელობასა და მისი რეალური დანიშნულების შესახებ.
სამუშაო ენა - ქართული, ინგლისური
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ხელოვნებასთან. პროექტი საშუალებას აძლევს პედაგოგს დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები კონკრეტულ საგანთან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.
ფასილიტატორი - დიანა მორბედაძე - 178-ე საჯარო სკოლა.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა- d.morbedadze178@gmail.com
No comments:
Post a Comment